ტრადიციებზე დაყრდობით უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოს პროდუქციის შექმნა არის ”ოჯთ”-ის ფაბრიკის საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი. კომპანია მუდმივად ანხორციელებს მსოფლიოს ახალი, თნამედროვე სტანდარტების მიმოხილვას, იმისათვის, რომ ბრენდების შექმნისას, გაითვალისწინოს ისინი და შეუთანხმოს ადგილობრივ მოთხოვნებს, რომლებიც ასევე მუდმივად იცვლება და თავის მხრივ საკმაოდ რთულია მათი კონტროლი. მიუხედავად ამისა ან ”ოჯთ”-ს ფაბრიკას სამართლიანად აქვს ამბიცია მთელი კავკასიის მასშტაბით დააკმაყოფილოს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნები.

მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტექნიკური აღჭურვილობა: მანქანა-დანადგარები, უსაფრთხოებისა და კლიმატ-კონტროლის სისტემები.
სიგარეტის წარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტენიანობისა დატემპერატურის მხარდაჭერა ხორციელდება თანამედროვე აგრეგატების საშუალებით, რომლებიც სიმენსის მეშვიდე საფეხურის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ კონტროლდება. ფაბრიკა აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციითა და უაღრესად მგრძნობიარე ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერული სისტემით. თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს ფაბრიკისთვის საჭირო მიკროკლიმატის არსებობას უწყვეტ რეჟიმში.

ფაბრიკა გალერეა

health warning