უკანასკნელი სიახლეები

NRG Special : 2013

ახალი ბრენდი NRG ქართულ ბაზარზე

ვრცლად

ქართული ბრენდები

ქართული ბრენდები
ვრცლად

საერთაშორისო ბრენდები


საერთაშორისო ბრენდები

ვრცლად

კავკასიაში წარმოების ახალი სტანდარტების დანერგვა

ტრადიციებზე დაყრდობით უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოს პროდუქციის შექმნა არის ”ოჯთ”-ის ფაბრიკის საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი. კომპანია მუდმივად ახდენს მსოფლიოს ახალი, თნამედროვე სტანდარტების მიმოხილვას, იმისათვის, რომ ბრენდების შექმნისას, გაითვალისწინოს ისინი და შეუთანხმოს ადგილობრივ მოთხოვნებს, რომლებიც ასევე მუდმივად იცვლება და თავის მხრივ საკმაოდ რთულია მათი კონტროლი. მიუხედავად ამისა ”ოჯთ”-ს ფაბრიკას სამართლიანად აქვს ამბიცია მთელი კავკასიის მასშტაბით დააკმაყოფილოს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნები.
OGT Factory 1მსგავსი სირთულის ამოცანათა წარმატებით  გადასაწყვეტად კომპანიაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ:
მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტექნიკური აღჭურვილობა: მანქანა-დანადგარები, უსაფრთხოებისა და კლიმატ-კონტროლის სისტემები. სიგარეტის წარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტენიანობისა დატემპერატურის მხარდაჭერა ხორციელდება თანამედროვე აგრეგატების საშუალებით, რომლებიც სიმენსის მეშვიდე საფეხურის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ კონტროლდება. ფაბრიკა აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციითა და უაღრესად მგრძნობიარე ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერული სისტემით. თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს ფაბრიკისთვის საჭირო მიკროკლიმატის არსებობას უწყვეტ რეჟიმში.
OGT factory 2კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა კომპანიაში მომუშავე ადამიანების საგანგებო მომზადების, შემდგომი ზრდისა და განვითარებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.   რეგულარულად ხორციელდება თანამშრომლების კვალიფიკაციის  ამაღლება. მექანიკოსებს, მანქანა-დანადგარების ოპერატორებსა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ინსპექტორებს გავლილი აქვთ სასწავლო კურსები უკრაინაში, ყაზახეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ხარისხის მენეჯმენტისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემაში ჩართულ პირებს უტარდებათ რეგულარული თრენინგები უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ეძლევათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 შესაბამისად, კომპანია ”ოჯთ”-ს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. კომპანიის თანამშრომლებს აქვთ ამბიცია განაგრძონ ახალი სტანდარტების დადგენა და გადალახონ კიდევ უფრო დიდი  ბარიერები. ”ოჯთ” სამართლიანად ამაყობს თავისი მიღწევებით, არა მხოლოდ როგორც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკა, არამედ  როგორც ძლიერი ქართული ბიზნესი.

გალერეა

health warning